სმოლენსკის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. დღეს პოლონეთში სამგლოვიარო ღონისძიებები პანდემიის გამო შეზღუდულად გაიმართება. 2010 წლის 10 აპრილს რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან საპრეზიდენტო ავიალაინერი "ტუ-154“ ჩამოვარდა, რომლის ბორტზე პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა.
ავიაკტასტროფის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი 96-ვე პირი. მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე .