30 ნოემბერი 2024,   02:55
ვრცლად
რუსეთში სააღდგომოდ საფლავებზე გასვლა აიკრძალა

რუსეთის დიდ ქალაქებში სააღდგომოდ სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. მოსკოვის საპატრიარქო გადაწყვეტილებას გონივრულს უწოდებს და ამბობს, რომ აღდგომას საფლავებზე გასვლის პრაქტიკა საეკლესიო ტრადიციას არ წარმოადგენს და საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა. 

იერუსალიმი კი კათოლიკეებისთვის წმინდა კვირას ცარიელი ხვდება, კორონავირუსის პანდემიის გამო ცარიელია ვია დოლოროსა, სასულიერო პირები ღვთისმსახურებას ცარიელ ტაძრებში აღავლენენ.

რაც შეეხება ისრაელს, ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი იერუსალიმში, საკარანტინო ნორმების დაცვას მკაცრად აკონტროლებს, რის შედეგადაც გაუქმდა უამრავი რელიგიური დღესასწაული.

"ძალიან სამწუხაროა, რომ წითელ პარასკევს, ერთ ერთი უძველესი ქალაქის ქუჩები ცარიელია, არავინ სტუმრობს ვია დოლოროსას, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე ყველაფერი გასაგებია, ის ადამიანები ვინც დღეს აქ უნდა ყოფილიყვნენ საავადმყოფოებში ან იზოლაციაში არიან, დარწმუნებული ვარ ფიქრებით ყველანი ვია დოლოროსაში იქნებიან. იმედს გამოვთქვამ ჩვენი მრევლი მალე დაგვიბრუნდება.“ - აღნიშნა იერუსალიმის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, ფრანცისკო პატონიმ. 

დღის ამბები