30 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 6 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

ბათუმში COVID 19-ის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა ინფიცირებული ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერიდან გუშინ დამატებით 40 კონტაქტი მოიძიეს, ამათგან 8 ექვემდებარებოდა ლაბორატორიულ კვლევას. 8 საეჭვო პირიდან ვირუსი 6 პირს დაუდასტურდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფიცირებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

სამინისტროში ამბობენ, რომ ქობულეთის კლასტერი გასცდა ერთ სოფელს და კონტაქტების მოძიება ერთდროულად რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, არ გამოირიცხება, რომ ქობულეთში კონტროლი გამკაცრდეს.

 

დღის ამბები