30 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ინფექციურ საავადმყოფოში 7 მძიმე პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დადასტურებული 9 შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოს პაციენტი არცერთი არაა. საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან მძიმეა 7 ის მდგომარეობა, 2 ის კი განსაკუთრებით, ერთ-ერთ განსაკუთრებულად მძიმე პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდში დასტაბიკყრდა.

ნფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, გუშინ გაკეთდა 14 პაციენტზე ტესტირება და მიღებულია უარყოფითი პასუხები, ასევე დღეს დილით 7 პაციენტზე აღებულია ანალიზი და პასუხს დღის მეორე ნახევარში ელოდებიან. 

გუშინ დილით ინფექციურ საავადმყოფოში სომხეთიდან 2 პაციენტი შევიდა დადასტურებული კორნავირუსის დიაგნოზით. ისინი სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. მარინა ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გართულება მოსალოდნელი არაა.

"მათი მდგომარეობა არ არის მძიმე უკვე დაავადების მე-9 და მე-10 დღეა, შესაბამისად 10 დღის განმავლობაში თუ არ იქნება დაავადების მკვეთრი პროგრესირება, ასეთი პაციენტების მდგომარეობა მუდმივად სტაბილურია და უფრო ადრე ეწყებათ გამოჯანმრთელება. ეს ორი პაციენტი ასეთ სიტუაციაში არიან, მათი მდგომარეობა ალბათ დარჩება სტაბილური,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საავადმყოფოში კორონავირუსისი დადასტურებული დიაგნოზით ერთი არასრულწლოვანია, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები