30 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
COVID-19-ის რისკჯგუფებში მოხვედრილი სამღვდელოება - რა შეფასება მოჰყვა სასულიერო პირებში ტესტირების ახალ ალგორითმს

კორონავირუსზე ტესტირების მიზნობრივ ჯგუფებში სასულიერო პირებიც მოხვდნენ. მათი ნაწილი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ისინი ნამდვილად რისკჯგუფში შედიან, რადგან დღის განმავლობაში არაერთ ადამიანთან აქვთ ურთიერთობა. ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საპატრიარქოს ჯერ არ გაუკეთებია.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ის თანახმაა მსგავსი შემოწმებისა ამასთან როგორც ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი აცხადებს, მთავრობასთან კონსულტაციები გრძელდება და იმის შესახებ, თუ ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით, როგორ ჩაივლის სააღდგომო მსახურება გადაწყვეტილება დიდი ხუთშაბათის შემდეგ იქნება მიღებული:

"ჯერ ეკლესიაში საერთო აზრი ამ თემაზე არ გვაქვს იმიტომ რომ არ გვისაუბრია, მღვდელმთავრებს პატრიარქთან ამ თემაზე საუბარი არ გვქონია, ამიტომ ვერ გეტყვით როგორი იქნება ეკლესიის პოზიცია. პირადად ჩემი პოზიციაა, რომ მე თანახმა ვიქნები. ჩვენ ვლოცულობთ ექიმები შრომობენ, სახელმწიფო იცავს წესრიგს რომ ეს არ მოხდეს. დიდი იმედი გვაქვს არ მოხდება, თუ მოხდება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მოხდება რა მასშტაბით მოხდება. დღეს არანაირი აუცილებლობა არ გვაქვს რომ 10 დღის მერე რეკომენდაციები შევიმუშაოთ. ამას რამდენიმე საათი სჭირდება," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დღის ამბები