30 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება ყოველთვის იწვევს კრიმინალის ზრდას - დავით ჭიჭინაძე პრემიერს ღია წერილით მიმართავს

პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს.

დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში არსებული გამოწვევებიდან ხუთ მთავარ პრობლემას ასახელებს. მისი თქმით, აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმის დროულად ამოქმედება.

"ყველაზე მთავარი ეს არის უმუშევრობა, ფინანსურ სექტორში წესრიგის დამყარება, საბანკო სექტორის პარპაშს ბოლო უნდა მოეღოს. დღეს ასევე ყველაზე აქტიური ფაზა, სადაც ჩარევა არის საჭირო ეს არის სოფლის მეურნეობა, რადგან ჩვენ თუ ამ პერიოდს გავუშვებთ მეორე გაზაფხული ამ წელს არ მოვა. ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება ყოველთვის იწვევს კრიმინალის ზრდას,"- განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ.

დღის ამბები