ამერიკული "ემ ელ ეისის" ოფიციალურმა საიტმა საქართველოს ნაკრების წევრი გურამ კაშია გამოარჩია.
2019 წლის სეზონის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე აქტიურ ცენტრალურ მცველებში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა პირველი ადგილი დაიკავა.
ვებ-გვერდმა მხედველობაში მიიღო მინიმუმ 2000 წუთის განმავლობაში ნაჩვენები შედეგები და გაითვალისწინა შეტევის მოგერიებების, ბურთის ჩაჭრის, ტექნიკური ვარდნებისა და ბლოკირებების საშუალო რაოდენობა 90 წუთის განმავლობაში.