ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონნახევარს გადასცდა. აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 15 ათასს მიაღწია. ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირებულია 435 ათასზე მეტი პაციენტი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდა, დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას მალავენ. პომპეოს განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას საკმარისად სწრაფად არ ავრცელებდა.