30 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა - გაერთიანებული სამეფოს ელჩი 9 აპრილის შესახებ

გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი სოციალურ ქსელში წერს.

ჯასტინ მაკკენზი სმიტი 1989 წლის 9 აპრილს twitter-ზე ეხმაურება. 

"დღეს ვიგონებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა. გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა," – წერს ჯასტინ მაკკენზი სმიტი. 

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

დღის ამბები