30 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში 1 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა - ინფექციონისტი ნინო ალხაზიშვილი

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტის ნინო ალხაზიშვილის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა.

როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა მათ კლინიკაში დღეს არ გამოვლენილა.

მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული 5 მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

"კლინიკაში მკურნალობს 55 პაციენტი, აქედან 13 არის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. 13 პაციენტიდან 5-თან არის პნევმონია, ანუ შედარებით საყურადღებო პაციენტები არიან, მაგრამ 1 განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა.

ამ ეტაპზე კლინიკაში მოთავსებულია 5 მცირეწლოვანი პაციენტი და მათი მდგომარეობაც საყურადღებოა," - განაცხადა ნინო ალხაზიშვილმა.

 

დღის ამბები