30 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
არ დაბერტყოთ ტანსაცმელი და ხშირად დაიტენიანეთ ხელები - სპეციალისტები გვირჩევენ, როგორ ავირიდოთ თავიდან დაინფიცირება

როგორ დავიცვათ თავი COVID-19-სგან? - ინფიცირების რისკების შესამცირებლად რჩევებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი გასცემს. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ვირუსი, ბაქტერიისგან განსხვავებით, ცოცხალი ორგანიზმი არ არის, ამიტომ ის ანტიბიოტიკებით არ ნადგურდება.

ის მოლეკულაა და თვალის, ცხვირის ან პირის ლორწოვანი გარსიდან შეჭრისას მთლიანად იცვლის გენეტიკურ კოდს და გარდაიქმნება აგრესიულ უჯრედებად.

ერთადერთი, რაც ამ დელიკატურ ვირუსს იცავს, მისი ცხიმის გარეგანი თხელი ფენაა. ცხიმის ფენის დაშლით ვირუსის ცილოვანი მოლეკულაც ნადგურდება.

როგორ დავშალოთ ეს ცხიმი და გავანადგუროთ COVID-19? საპონი და ნებისმიერი სარეცხი საშუალება მასთან ბრძოლის საუკეთესო იარაღია.

ცხიმს შლის სითბო. ამიტომაც, რეკომენდებულია, ხელის დასაბანად თუ თეთრეულის გასარეცხად 25 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის წყალი გამოვიყენოთ.

ეფექტურია სპირტი ან 65%-ზე მაღალი შემცველობის სპირტის ნარევი ხსნარი, ასევე, ქლორის შემდეგ წყალბადის ზეჟანგი, მაგრამ საჭიროა მისი სუფთა სახით გამოყენება, რაც კანს მნიშვნელოვნად აზიანებს. ძმარი ამ შემთხვევაში არ გამოდგება, არც არაყი, რადგან ყველაზე ძლიერი არაყი სპირტის მხოლოდ 40%-ს შეიცავს.

მოერიდეთ ტანსაცმლისა და თეთრეულის დაბერტყვას. ვიდრე ვირუსი მიკრულია ფოროვან ზედაპირზე, იგი ინერტულია. დაბერტყვისას ვირუსის მოლეკულები 3 საათს დაფრინავენ ჰაერში და შეიძლება ცხვირში შეაღწიონ.

განსხვავებულია მისი დაშლის დრო სხვადასხვა ზედაპირზე. ვირუსი რჩება ქსოვილზე - 3 საათს, სპილენძსა და ხეზე - 4 საათს, მუყაოზე - 24 საათს, მეტალზე - 42 საათს, პლასტმასზე - 72 საათს.

რაც უფრო ლიმიტირებულია სივრცე, მით უფრო მაღალი იქნება ვირუსის კონცენტრაცია, რაც უფრო დიდი და განიავებულია გარემო, ცხადია, ვირუსის კონცენტრაცია იკლებს.

ხშირად დაიბანეთ, დაიტენიანეთ ხელები, რადგან ვირუსის მოლეკულები შეიძლება ადვილად ჩაიმალონ მშრალი კანის მიკრონაოჭებში. რაც უფრო სქელია დამატენიანებელი კრემი, უკეთესია. გაითვალისწინეთ,რომ ვირუსი შეიძლება ადვილად ჩაიმალოს გრძელ ფრჩხილებში.

ასეთია ის ძირითადი და კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მკვლევრებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების სიღრმისეული შესწავლის შემდეგ შეიმუშავეს. მთავარი რჩევა მსოფლიოს ყველა მოქალაქისთვის უცვლელია: დარჩით სახლში

დღის ამბები