30 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსისგან 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ინფექციურ საავადმყოფოსთან მარინა ეზუგბაიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა და ისევ 208 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 50 პაციენტი. 

მისი თქმით, ზოგიერთი პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა.

​"დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა- 208 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულს ჩვენგან 2 პაციენტი მიემატა, ჯამში კი ქვეყანას სულ 50 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. მხოლოდ ჩვენთან, 37 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

დღეს საღამოს 7 პაციენტის პასუხს ველოდებით. პაციენტების მდგომარეობა გაუარესდა,  2 გვყავდა პნევმონიით და ახლა 5 დაგვეამატა. პნევმონია, ჯერჯერობით, პროგრესირებს და თუ ასე არ გაგრძელდება, გამოჯანმრთელებისკენ წავა პაციენტების მდგომარეობა,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები