იტალიაში, ტოსკანას რეგიონთან ახლოს საავტომობილო ხიდი ჩაინგრა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ხიდზე 2 მცირე ზომის სატვირთო მანქანა გადადიოდა. ინციდენტის შედეგად, 2 მძღოლი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. უცნობია ხიდის ჩანგრევის მიზეზი.