რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ კორონავირუსის ფონზე არსებული მდგომარეობით უამრავი ადამიანი სარგებლობს და ცდილობს ხელის მოთბობას, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია მისი თქმით.
რომის პაპი აღნიშნავს, რომ ლოცულობს ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც დახმარება სჭირდება.
"დღეს მინდა ვილოცოთ მათთვის ვისაც დახმარება სჭირდება და ვინც გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ხელს უწვდის. არსებობენ ადამიანები ვინც ასეთ დროს მდგომარეობით სარგებლობენ და ხელს ითბობენ, ღმერთს ვთხოვ ასეთ უზურპატორებს გაუთბოს გულები და მოწყალებით აღავსოს,"- განაცხადა რომის პაპმა.