30 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
ვანში ყველა ადამიანს უტარდება თერმოსკრინინგი - იმერეთის გუბერნატორი

ვანში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ორივე შესასვლელთან მოეწყო სპეციალური ბლოკპოსტი. დღეიდან თავდაცვისა და საპოლიციო ძალები გააკონტროლებენ თითოეულ შემსვლელს. მგზავრებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი.

მოეწყობა საველე სამედიცინო პუნქტი, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, ყველა პირს პირველად დახმარებას აღმოუჩენენ.

იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ ვანში ყველა ადამიანის თერმოსკრინინგი ხორციელდება.

"შესასვლელებში მოეწყო ორი საკონტროლო პუნქტი, ჩაკეტვას არ ნიშნავს ეს ყველაფერი. იმავე რეჟიმით ვაგრძელებთ თერმოსკრინინგს სხვა ქალაქებშიც. ვანში კი ყველა ადამიანის თერმოსკრნინგი განხორციელდება, ვინც აქ ცხოვრობს,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვანში მაღალი რისკის გამო საკარანტინო ზომების გადაწყვეტილება დღეს მიიღეს, მუნიციპალიტეტში 75 წლის ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურშია გადაყვანილი.

დღის ამბები