30 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირებული სტიქაროსნის ბაბუა მძიმედაა - კორონავირუსი ოჯახის 4 წევრს დაუდასტურდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ოჯახის 3 წევრთან ერთად მკურნალობს ის 16 წლის სტიქაროსანი, რომელსაც COVID-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, მათგან ერთის, ბაბუის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ექიმი აღნიშნავს, პაციენტების ინფორმაციით, ვირუსი მათ მეზობლისგან გადაედო, თუმცა, ეს ფაქტი დადასტურებული არ არის. 

"რაც შეეხება სხვა პაციენტებს - არის ერთი ოჯახი, 4 წევრი ოჯახიდან. ერთია ასაკოვანი, ბაბუა, 82 წლის აპარატულ სუნთქვაზეა და მძიმე პაციენტთაგან ერთ-ერთია. აღარ ჩანს პირველი მეორე კონტაქტი, დღეს უკვე ძნელია ამის თქმა, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობენ, მეზობლისგან გადაედო, თუმცა, ეს მეზობელი გამოკვლეულია და დადასტურებულია თუ არა, ჩვენ არ ვიცით,"- აცხადებს ექიმი. 

დღის ამბები