30 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ქვეყანაში ოქროს სტანდარტის PCR ტესტების რაოდენობა 12 000-ია, გზაშია კიდევ 18 000 - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში COVID 19-ის ინფექციის დასადგენი ტესტების რაოდენობაზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამი სახის ტესტი არსებობს, რომლითაც ადგენენ COVID 19-ის ინფექციის შემთხვევებს. მათ შორის არის ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, რომლის რაოდენობა ქვეყანაში 12 000-ია, ხოლო 18 000-ს რამდენიმე დღეში ელოდებიან. მინისტრის ინფორმაციით, ჯამში ამ ტესტების რაოდენობა    84 000 იქნება. 

"უკვე საქართველოში გვაქვს ოქროს სტანდარტის ტესტების რაოდენობა 2 000, დამატებით 10 000 ტესტი, რომელიც უკვე შემოსულია, გზაში არის 18 000 ტესტი და საერთო შეკვეთის რაოდენობა არის 84 000. გარდა ამისა, სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით, ანტისხეულების ტესტი უკვე ადგილზეა 4 000 და გზაშია 20 000, საერთო რაოდენობას ამ ეტაპზე გაფორმებული ხელშეკრულებით ველოდებით 24 000-ს.

ის სწრაფი ტესტები, რომლებსაც მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, რომელსაც საკმაოდ ფრთხილი გამოყენება ესაჭიროება და მეტი მეთვალყურეობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხის და ოქროს სტანდარტის დაცვა და აქედან გამომდინარე, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ ამ სწრაფ ტესტებს. მათი რაოდენობა, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსი 2 000, 52 000 არის გზაში და საერთო შეკვეთის რაოდენობა, მას შემდეგ, რაც უკვე დაავადებათა კონტროლის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობა, ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ დამატებით 200 000 შემოვიტანოთ ქვეყანაში,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები