30 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში მობილიზებულია 3500 საწოლი COVID 19-ის ინფექციის სტაციონარში მართვისთვის

საქართველო მზად არის, რომ COVID 19-ით დაინფიცირებულ 3500 პაციენტს სტაციონარში უმკურნალოს - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოსალოდნელ პიკურ პერიოდთან დაკავშირებით გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ინფექციის ბინაზე მართვის პროტოკოლი უკვე გაწერილია და მსუბუქი შემთხვევების მართვა საკარანტინო ზონებში მოხდება.

"ჩვენ, ამ ეტაპისთვის, მობილიზებული გვაქვს 3500 საწოლი, რაც იმას გულისხმობს, რომ დღეში დაფიქსირებული ასეულობით ინფექციის მიღებას ჩვენ შევძლებთ 1 თვის განმავლობაში შეუყოვნებლად. სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზადაა. ეს მკურნალობაც იქნება სიმპტომური, როგორც სტაციონარში მკურნალობა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ მიმდინარე კოვიდინფექციის 80% არის მსუბუქი ფორმის, ამ პაციენტების მკურნალობა მოხდება საკარანტინო ზონებში. ეს პროტოკოლი მზადაა. ექიმები ამასთან დაკავშირებით გადიან მუდმივ კონსულტანციებს,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები