30 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
ესპანეთში კორონავირუსისგან 40 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა

ესპანეთში 142 ათასი ინცირებულია და 14 ათასზე მეტი გარდაცვლილია. იტალიაში კი კვალცვ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა ფიქსირდება. აქ ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 17 ათას გადასცდა .

იზრდება სტატისტიკა საფრანგეთში და გერმანიაშიც. საფრანგეთში ინცირებულთა რიცხვმა 110 ათას მიაღწია. გერმანიაში კი 107 ათას გასცდა .

"უკვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კორონავირუსისგან განკურნებულია 40 000-ზე მეტი ადამიანი, ეს რიცხვი ინფიცირებულთა 30%-ია, რაც შესაძლოა დადებითად შეფასდეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება," - განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა მარია ხოსე სიერომ.

დღის ამბები