30 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 158 ახალი ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 158 ახალი ფაქტი გამოავლინა. მათგან ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმდა 121, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი 4.

გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი. ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 31 პირი დაჯარიმდა

დღის ამბები