30 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
თბილისში სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა - ნანგრევებში სამი მუშა მოყვა

თბილისში ავარიული შენობის დემონტაჟს ნგრევა მოყვა. ინციდენტი ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა, ობიექტის დემონტაჟისას სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა, ნანგრევებში კი სამი მუშა აღმოჩნდა.

როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ობიექტზე მომუშავე სამმა მუშამ, კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო, მათ პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ადგილზევე გაუწია.

მოგვიანებით დაშავებული მუშებიდან ორის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, სასწრაფოს ექიმებმა მათგან ერთი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, მეორე კი "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. ადგილზე იმყოფება იმ საამშენებლო კომპ​ანიის წარმოადგენლიც, რომელიც ობიექტის დემონტაჟს ახორციელებდა, მან "კურიერთან" საუბრისას შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გამორიცხა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს.

დღის ამბები