30 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
საქართველოში დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, ოჯახური ძალადობის - კახაბერ საბანაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კახაბერ საბანაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის რიცხვი შემცირდა.

მისი ინფორმაციით, შემცირდა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა და, ასევე, იკლო ოჯახური დანაშაულების რიცხვმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები კარანტინის რეჟიმს ოჯახური ძალადობის მაპროვოცილებლად მიიჩნევენ, საქართველოში ამგვარი დანაშაულის რიცხვი შემცირდა.

მინისტრმა მოუწოდა ყველა სავარაუდო მსხვერპლს, მსგავსი შემთხვევების დროს, აუცილებლად მიმართოს პოლიციას. 

დღის ამბები