30 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ის კლინიკა "მედალფაში" მკურნალობდა. პაციენტისთვის ჩატარებული განმეორებითი კვლევის ანალიზი უარყოფითი აღმოჩნდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პაციენტი კლინიკიდან დღეს გაეწერება და ის 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

ბათუმში კორონავირუსისგან უკვე ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კლინიკა "მედალფაში" კი ცხრა ინფიცირებული რჩება.

დღის ამბები