ჩერნობილში გაჩენილი ხანძრის გამო რადიაციის დონემ მოიმატა - CNN-ის ინფორმაციით, ბირთვული რეაქტორის მიმდებარედ ტყეში ხანძრის ორი კერაა და მის ჩაქრობას მეხანძრეები ცდილობენ.
ცეცხლი დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული, ხანძარი შაბათს, შუადღისას გაჩნდა სოფელ ვლადიმიროვკასთან ახლოს, ჩერნობილის აკრძალულ ზონაში. უკრაინის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ცეცლის ლოკალიზებას.
„ფეისბუქზე“ უკრაინის ეკოლოგიური ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელი წერს, რომ რადიაციის დონემ ხანძრის ცენტრში მოიმატა. ის ვიდეოში აჩვენებს, რომ გეიგერის მთვლელზე რადიაციის დონე 2.3-ია, მისი თქმით, ნორმა 0.14-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ხანძარს 124 მეხანძრე ავიაციის დახმარებით ებრძვის.
რადიაციის მაჩვენებელი არ მომატებულა უკრაინის დედაქალაქ კიევში, გამოსხივების დონე კვლავ უცვლელია თვითონ ქალაქ ჩერნობილშიც.