30 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
რეგიონების შემდეგ აგრარული ბაზრები დედაქალაქშიც იხურება - გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო

რეგიონების შემდეგ ბაზრები დედაქალაქშიც იხურება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ყველგან, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი არის მაღალი.

რაც შეეხება რეგიონებს, მიუხედავად შეზღუდვებისა, "კურიერის" კამერამ გადაიღო ახალციხის ბაზარი, სადაც მოვაჭრეები საქმიანობას მაინც აგრძელებენ.

როგორც ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ განაცხადა, ახალციხეში ვაჭრობა შიდა პერიმეტრზე, წესების დაცვით ხორციელდება.

"ბაზრის გარე პერიმეტრზე მთლიანად აკრძალულია ვაჭრობა. მხოლოდ და მხოლოდ რიგების დაცვით ხდება პროდუქტის გაცემა. ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ადგილზე. როგორც კი საჭირო გახდება, რომ დაიკეტოს ის შიდა პერიმეტრიც, ანუ დახურული სივრცე, მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას და ახალციხის ბაზრის დახურული ნაწილიც დაიკეტება," - განაცხადა ზაზა მელიქიძემ.

ადგილობრივების თქმით, ისინი რეგულაციებს იცავენ.

დღის ამბები