კორონავირუსით დაინფიცირების და გარდაცვალების რიცხვი საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც მატულობს.
COVI-19-ით დაღუპულთა რიცხვმა თურქეთში 649-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი, 30 ათასს გადააჭარბა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის მქონე პაციენტებისთვის ათათურქის სახელობის ყოფილი აეროპორტის ადგილზე საავადმყოფო მოეწყობა.
სომხეთში ვირუსს 8, აზერბაიჯანში 7, რუსეთში კი 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.