30 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
"კორონავირუსი არის მტერი, რომელიც პირველივე დღიდან სათანადოდ ვერ შევაფასეთ"- ნიუ-იორკის მერი

მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. აშშ-ში, კონკრეტულად ნიუ-იორკში ბოლო დღეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა.

ნიუ-იორკის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებით, შესაძლოა კრიზისი დარეგულირდეს.

"სიკვდილიანობის მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ახალი მონაცემები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ შესაძლოა, კრიზისი დარეგულირდეს. ვირუსი არის მტერი, რომელიც პირველივე დღიდან სათანადოდ ვერ შევაფასეთ და საკმაოდ დიდი საფასურის გადახდაც მოგვიწია,"- განაცხადა ენდრიუ კუომომ.

დღის ამბები