30 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
მართლმადიდებლური ეკლესია ხარებას აღნიშნავს, მრევლი სადღესასწაულო მსახურებას რეკომენდაციების დაცვით უნდა დაესწროს 

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარება 12 საუფლო დღესასწაულთაგანია.

მომდევნო დიდი ქრისტიანული დღესასწაულია ბზობა, უფლის შესვლა იერუსალიმში. ბზობა აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება.

ხოლო 19 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს - უფლის აღდგომას აღნიშნავს.

მრევლს პირველად მოუწევს სადღესასწაულო მსახურებას რეკომენდაციების დაცვით დაესწროს.

დღის ამბები