ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. მათივე ცნობით, პრემიერ- მინისიტრის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე საათია რაც გაუარესდა და ექიმებმა მისი ინტენსიურ თარეპიაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
ბორის ჯონსონის თხოვნით, მის უფლებამოსილებას პრემიერის პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი შეასრულებს.
55 წლის ბორის ჯონსონი საავადმყოფოში დღეს დილით, კორონავირუსის ინფექციის გამოკვეთილი სიმპტომების გამო მოათავსეს.