30 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
50-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის ექიმი უცხოეთში მყოფ ქართველებს უფასო კონსულტაციას უწევს

სანამ მსოფლიო კორონავირუსზე გაიმარჯვებს, ყოველდღიურად იზრდება იმ ექიმების სია, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის უფასო კონსულტაციებს ატარებენ. მაღალკვალიფიციური მედიკოსები ექიმმა გივი ხორბალაძემ მას შემდეგ შეკრიბა, რაც თავადაც თვითიზოლაციაში ყოფნა მოუხდა. ამ გზით კი, საკუთარი პროფესიული ფიცის - "ჩემი ცხოვრება მივუძღვნა ადამიანის სამსახურს" - ერთგული რჩება.

კილომეტრებისა და დროის სხვაობის მიუხედავად, ქართველი ექიმები პაციენტების მიღებას მაინც ახერხებენ. სამედიცინო კონსულტაციის დისტანციური ჯგუფი 50-ზე მეტ სხვადასხვა პროფილის ექიმს აერთიანებს.

დისტანციური კონსულტაციის იდეა გაიზიარეს და საქართველოს მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობენ ფსიქოლოგებიც. დარგის სპეციალისტები უკვე რამდენიმე დღეა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს სტრესის დაძლევაში ეხმარებიან.

დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა, ინდოეთი, ესპანეთი - ქართველი ექიმების ნაბიჯმა ყველა ის ჩვენი მოქალაქე გააერთიანა, რომლებმაც ჩაკეტილი საზღვრების პირობებში სამშობლოში დაბრუნება დღემდე ვერ შეძლეს. შეთავაზება ასობით ქართველმა უკვე გამოიყენა. მათი რიცხვი კი საათობრივად იზრდება.

#დარჩი სახლში - პანდემიასთან ბრძოლის მთავარი რეკომენდაციის მნიშვნელობას იაზრებენ მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ის ექიმებიც, რომლებიც ახალ კორონავირუსთან გამკლავებაში სხვებს დისტანციურად საკუთარი სახლებიდან ეხმარებიან. 

დღის ამბები