30 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
პნევმონიების რიცხვმა იმატა, თუმცა კრიტიკულად მძიმე პაციენტების რიცხვში არც ერთი ბავშვი არ არის - მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის მარინა ენდელაძემ დღის ბოლოს მათთან მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ბავშვებში ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ისინი მძიმე პაციენტები არ არიან. თუმცა, როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, პაციენტებში პნევმონიის რიცხვმა იმატა. მისივე თქმით, რამდენიმე ტესტის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან დღის ბოლომდე ელიან.

"29 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ისინი გავწერეთ. ამ ეტაპზე 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთი პაციენტის კი კრიტიკული. გამოჩნდა დინამიკაში მეტი პნევმონია, ახლა 2/3-ს აქვს პნევმონია. აღებულია დღეს ანალიზები და დღის ბოლოს იქნება ცნობილი. კრიტიკულ პაციენტებს მინდა აღვნიშნო, რომ ქრონიკული დაავადებები აქვთ. მძიმე პაციენტებში ბავშვები ნამდვილად არ არიან,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსისგან სულ ამ დროისთვის 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით საერთო ჯამში 188 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 2 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია - 5056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386 მოქალაქე რჩება.

დღის ამბები