30 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
იაპონია პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის 6 თვით გამოცხადებას გეგმავს

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა გამოვლინდა, რაც თებერვლის პიკის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. სამხრეთ კორეა ჩინეთის შემდეგ აზიის მეორე ქვეყანა იყო, სადაც კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელდა.

ახალი შემთხვევების კლების მიუხედავად, მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეპიდემია შესაძლოა, ნებისმიერ დროს გავრცელდეს.

ქვეყანაში კორონავირუსით 10,284 ადამიანი დაინფიცირდა, 6 598 გამოჯანმრთელდა, 186 - დაიღუპა.

იაპონია კი, პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის 6 თვით გამოცხადებას გეგმავს. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში ძალაში ხვალიდან შევა. იაპონიაში COVID-19-ის 3,654 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილია 85, ხოლო გამოჯანმრთელდა 575 პაციენტი.

დღის ამბები