დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის უმოკლეს დროში თავის კაბინეტს დაუბრუნდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა რობერტ ჯენრიკმა გააკეთა.
პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში თავის დაზღვევის მიზნით 10 აპრილამდე მაინც დარჩება, ჯონსონის სამედიცინო ცენტრში გადაყვანის აუცილებლობა კი, 5 აპრილს გახდა საჭირო.
მას ტემპერატურის მატება აღენიშნებოდა. ცოტა ხნის წინ ბორის ჯონსონმა twitter-ზე ექიმებს თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას შინ დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
"ექიმის რჩევით, პრემიერმა გასულ დღეს საავადმყოფოში მისვლა გადაწყვიტა, სადაც ღამის გატარებაც მოუწია.
არსებული პანდემიის პირობებში, დატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა ჯონსონის გადაღლა გამოიწვია, რის გამოც უმჯობესი იქნება 10 რიცხვამდე მედცენტრში დარჩეს, სადაც სრულყოფილ სამედიცინო დახმარებას მიიღებს,“ - აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი.