30 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
კიდევ 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი საქართველოში - ისინი ბათუმის კლინიკას დღეს დატოვებენ

ბათუმში COVID-19-ით ინფიცირებული 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა - ისინი კლინიკა "მედალფა"-ს დღეს დატოვებენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, პაციენტებმა პირველი ტესტი გუშინ გაიარეს და ვირუსზე პასუხი უარყოფითი იყო. დღეს მათ კვლევა განმეორებით ჩაუტარდათ და მეორე ტესტმაც იგივე შედეგი აჩვენა.

გამოჯანმრთელებული პაციენტები 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნებიან.

კლინიკა "მედალფაში" ამ ეტაპზე 9 ინფიცირებული რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ოფიციალურ ვებგევრდზე https://stopcov.ge/-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 39 გამოჯანმრთელებული პაციენტია. დადასტურებულია 188 შემთხვევა. 

გარდაცვლილია 2 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე რჩება 5056 მოქალაქე, ხოლო სტაციონარშ მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

 

დღის ამბები