30 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
სახელმწიფო უნდა დაეხმაროს იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა ონლაინ გაკვეთილებს დაესწრონ - განათლების ექსპერტები

გადადებული სასწავლო პროცესი, დისტანციურ რეჟიმზე გადასული საგანმანათლებლო სისტემა და მზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

განათლების ექსპერტები ფიქრობენ, რომ უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა, დაეხმაროს რეგიონში მცხოვრებ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა ონლაინ გაკვეთილებს დაესწრონ.

განათლების ექსპერტი ლევან აფხაზავა აცხადებს, რომ აბიტურიენტებს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარში დგომა.

"მნიშვნელოვანია, რომ მისაღები გამოცდების სისტემის რევიზიაზე კომპლექსურად ვიფიქროთ. ამ მოწყვლად ჯგუფზე ზრუნვა არის აუცილებელი. უნდა ჩამოვყალიბდეთ აბიტურიენტების შერჩევის როგორი ალტერნატიული გზები უნდა მოიძებნოს. ამ ადამიანებს სახელმწიფომ მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს,"- განაცხადა ლევან აფხაზავამ.

განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი ფიქრობს, რომ ახლა, სოციალურად დაუცველ, რეგიონში მცოხვრებ, დაბალი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელ აბიტურიენტებს, ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება.

"უნდა არსებობდეს მონაცემები იმ აბიტურიენტებზე, რომლებიც ცხოვრობენ სოფლებში და სიღარიბეში, სახელმწიფომ კი ასეთ ადამიანებს უნდა დაუჭიროს მხარი. შეიძლება მათ ჰქონდეთ დაბალი ქულები, მაგრამ სახელმწიფომ მათ მაინც უნდა დაუფინანსოს სწავლა, რადგან ბევრი მათგანი ვერ ახერხებს, ახლა მითუმეტეს, რეპეტიტორთან სიარულს,"- განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.

დღის ამბები