30 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
დეტალურად განვიხილავთ ყველა კლინიკის რესურსს, არ არის ცუდი სცენარის მოლოდინი, თუმცა მზაობა უნდა იყოს - დიმიტრი ხუნდაძე

კახეთში მოქმედი ცხელების ცენტრებში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე იმყოფება. დიმიტრი ხუნდაძე თავდაპირველად თელავში არსებულ სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობას გაეცნო და მედპერსონალს შეხვდა.

"საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ რეგიონების მასშტაბით მოხდეს შემოწმება, რადგან კრიზისულ ფაზაში მოგვიწევს გადასვლა, სადაც იქნება პაციენტების მოზღვავება კლინიკებში. ამიტომ კლინიკების მზაობა უნდა იყოს შესაბამისი.

შევამოწმეთ ქუთაისის, ფოთის და ახლა თელავში ვართ. ჩვენ შევამოწმეთ თუ როგორ მოხდება პაციენტის მიღება და შემდეგ ტრიაჟი. როგორ ხდება ინსტრუქტაჟი მედპერსონალის. ვნახეთ თავისუფალი სივრცეების გამოცალკევება, ძირითადი კლინიკისგან რომ იყოს იზოლირებული სივრცეები, სადაც შესაძლო დაინფიცირებულებს მიიღებენ. ამ შემთხვევაში როგორ მოხდება პაციენტის სწორად განთავსება და მართვა.

მნიშვნელოვანია მედპერსონალის მზაობა, რომ ყველას ჰქონდეს თავისი ადგილი განსაზღვრული და იცოდეს რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ყველა კლინიკის რესურსს, უნდა მოვემზადოთ უარესი სცენარისთვის. მაინცდამიანც არ არის ცუდი სცენარის მოლოდინი, თუმცა მზაობა უნდა იყოს. არის კლინიკები, სადაც ფიქსირდება ხარვეზები და ჩვენ ვეხმარებით და რეკომენდაციებს ვაძლევთ. კლინიკების უმეტესობა მზადაა, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი." - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კახეთის რეგიონში  ცხელების 4 ცენტრი ფუნქციონირებს. მათ შორის ორი თელავში, ერთი - ლაგოდეხში და ერთიც - საგარეჯოში.

დღის ამბები