ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველაზე მეტი ინფიცირებულია. ქვეყანაში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა 336 ათასს გადასცდა. გარდაცვლილთა რიცხვმა კი, თითქმის 10 ათასს მიაღწია.
ყველაზე მძიმე ვითარება ნიუ-ჯერსის და ნიუ-იორკის შტატებშია. ეს 2 შტატი ვირუსის გავრცელების მხრივ ამერიკაში წითელ ზონებად რჩება. შტატების პრეზიდენტი მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.
"დღეს ყველა პატრიოტი ამერიკელი სოლიდარობას უცხადებს ნიუ-იორკში და ნიუ-ჯერსიში მცხოვრებლებს. ეს ორი ადგილი ამერიკაში ვირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე ცხელი ზონებია. გვაქვს კარგი ამბავიც, ნიუ-იორკში წინა დღეებისგან განსხვავებით, ფატალური შემთხვევების რიცხვი შემცირდა. ეს კარგი ნიშანია და იმედი მაქვს, ამ ტემპს შევინარჩუნებთ," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.