30 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
კახეთის სამ ძირითად შესასვლელ-გასასვლელში ბლოკპოსტები მოეწყო

კახეთის სამ ძირითად შესასვლელ-გასასვლელში ბლოკპოსტები მოეწყო.

სამხედრო მოსამსახურეებმა და პოლიციამ უკვე დაასრულეს საველე კარვების გაშლა და მგზავრების შემოწმება დაიწყეს.

სამხედრო ექიმები მგზავრებს ტემპპერატურას უსინჯავენ და საჭიოროების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. მანამდე კი პოლიცია ავტომობილში მოქალაქეთა რაოდენობას და სამგზავრო პირობებს ამოწმებს.

კახეთის გუბერნატორის განცხადებით, თელავის ტერიტორიაზე განლაგებულ საგუშაგოებზე მხოლოდ რეგიონის მოსახლეობის 20% მოწმდებოდა, ამ შემთხვევაში კი, რეგიონში შემსვლელი ყველა მგზავრი თერმოსკრინინგს გაივლის, რაც, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რეგიონში სტაბილურ ეპიდსიტუაციას შეინარჩუნებს.

"ის საკონტროლო პუნქტები, რომელიც 31 მარტს თელავის ოთხ ადგილზე მოეწყო, მხოლოდ კახეთში მცხოვრები მოქალაქეების 20 % -ის კონტროლი ხდებოდა, ამიტომ საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით გადაწყდა , რომ ორი პუნქტი განლაგებულიყო ცენტრალურ მაგისტრალებზე.
ახლა, ფაქტობრივად ყველა ავტომობილი, რომელიც მოძრაობს კახეთის მიმართულებით, იქ მსხდომი მგზავრები გადიან თერმოსკრინინგს. აქ მოწყობილია ორივე ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა, იმ შემთხვევაში  თუ რომელიმე მგზავრს დაუფიქსირდა სიცხე ან რაიმე სინდრომი, მანქანა გაჩერებული იქნება, ხოლო  მგზავრი გადაყვანილი იქნება სამედიცინო პუნქტში და გამოიძახებენ სასწრაფო დახმარების ჯგუფს. იცით, რომ საგარეჯოშიც არის ცხელების ცენტრი, სადაც მიიღებენ საეჭვო სიმპტომის მქონე პაციენტებს,"- თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კახეთის მიმართულებით, ბლოკსაგუშაგოები განთავსებულია გომბორიდან თელავის მიმართილებით, სოფელ სასადილოსთან. ასევე, თბილისი- გურჯაანის დამაკაშირებელ გზაზე -სოფელ ხაშმთან და ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ გზაზე.

დღის ამბები