30 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
COVID 19-ით ინფიცირების მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვისთვის მზად უნდა ვიყოთ - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის ფონზე, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვისთვის მზაობაა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, ასევე, ცხელების კლინიკების ეფექტურობა.

"არის 18 ახალი შემთხვევა. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა და უკვე ინფიცირებულების საერთო რაოდენობა მიუახლოვდა 200-ს, არის 188. საბედნიეროდ, აქედან გვყავს გამოჯანმრთელებული 36 პაციენტი. თუმცა, ფაქტია ის, რომ ციფრები იზრდება. მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა, პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა, ისევე, როგორც ცხელების კლინიკების ეფექტურობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები