30 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
ქუთაისში კორონავირუსი 63 წლის ქალს დაუდასტურდა

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 63 წლის ქალს დაუდასტურდა. პაციენტი ქუთაისის ე.წ. ცხელების ცენტრიდან ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს. ეპიდემიოლოგები ინფიცირების შესაძლო წყაროს ადგენენ. 

ქუთაისის ინფექციურში მყოფი ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. ერთი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას დღეს განმეორებითი ტესტი გაუკეთდა, ორი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკას დატოვებს და თვითიზოლაციაში გადავა.

დღის ამბები