30 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
1 200 000-ზე მეტი ინფიცირებული და 70 000-მდე გარდაცვლილი - COVID 19 და მსოფლიო

1 200 000-ზე მეტი ინფიცირებული და 70 000-მდე გარდაცვლილი - ასეთია კორონავირუსის პანდემიის მსოფლიო სტატისტიკა. მონაცემები მცირდება იტალიაში. ბოლო 24 საათში ვირუსს 525 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ერთ დღეში 518-ით გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა საფრანგეთში, ესპანეთში კი ეს მაჩვენებელი 694-ია. 100 000-ს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობამ გერმანიაში. შეერთებულ შტატებში კი გარდაცვლილთა რიცხვმა 9  600-ს გადააჭარბა. ვირუსის ეპიცენტრი ქალაქი ნიუ-იორკია, რომელსაც ათას სასუნთქ აპარატს ჩინეთი უგზავნის. კორონავირუსი დაუდასტურდა ნიუ-იორკის ზოოპარკში ბინადარ ვეფხვსაც. ამ დრომდე, საავადმყოფოში რჩება ბრიტანეთის კოვიდ-19-ით ინფიცირებული პრემიერ-მინისტრი.

ვირუსით დაღუპულთა რიცხვი მატულობს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 574-ს, სომხეთსა და აზერბაიჯანში 7-7-ს, რუსეთში კი 45-ს მიაღწია.

დღის ამბები