30 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
საჩხერის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის მერს, ბენიამინ ფალავანდიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ანალიზების პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

მერს ანალიზები მას შემდეგ აუღეს, რაც მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ის, საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს. მის განმეორებით ტესტზე კვლავ დადებითი პასუხია. 

 უარყოფითია საჩხერის 11 კონტაქტის ანალიზის პასუხიც.

დღის ამბები