30 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში 174-მდე გაიზარდა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები საქართველოში 4-ით გაიზარდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს ტესტირება 15 პაციენტზე ჩატარდა და მათგან 4 კოვიდდადებითი აღმოჩნდა. 

"ამ 4 პაციენტის წყარო სხვადასხვაა, ერთის წყარო არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს და დანარჩენი სამის წყარო არის ეროვნული ბანკი," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

გარდა ამისა, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში "კოვიდ 19"-ისგან განკურნებულთა რიცხვი 29-ს შეადგენს.

"გამოჯანმრთელებული პაციენტების სიას შეემატა კიდევ სამი პაციენტი, ჩვენს ცენტრს ჰყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. გაეწერებიან ალბათ დღეს. უკვე პასუხი მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მოჯაცემები პისიარის ტესტის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, თანდათანობით დატოვებენ ცენტრს, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები