კორონავირუსის გამო ბზობის დღესასწაულზე წირვა პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღავლინა. მან მრევლს მოუწოდა, კორონავირუსის გამო, იზოლაციაში ყოფნისას არ იფიქრონ იმაზე, თუ რა აკლიათ, არამედ იმაზე თუ როგორ შეუმსუბუქონ სხვებს ტანჯვა.
ღვთისმსახურებას არ ესწრებოდა მრევლი, ცარიელი იყო სხვა დროს მორწმუნეებითა და ტურისტებით სავსე წმინდა პეტრეს მოედანი. დღეს კათოლიკური სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
"ტრაგედია რომლის მოწმეებიც გავხდით, გვაიძულებს, რომ მივიღოთ მოვლენები სერიოზულად. ჩვენ ხელახლა აღმოვაჩინეთ, რომ სიცოცხლეს არ აქვს მნიშვნელობა, თუ სხვებს არ ვემსახურებით. სიცოცხლე სიყვარულით იზომება," - განაცხადა რომის პაპმა.