30 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
მოგიწოდებთ, ნუ ეხუტებით ერთმანეთს - ლევან რატიანი ჟურნალისტებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ჟურნალისტებს მოუწოდებს, სოციალური დისტანცია დაიცვან.

გარდა ამისა, რატიანი საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენს ქვეყანას. რაც შეიძლება მეტად ვიყოთ სოციალურად დისტანცირებული ერთმანეთისგან. არავინ არ ვიცით ამ ვირუსის სტრატეგია, სამწუხაროდ, არც ერთმა ექიმმა და მათ შორის, არც მე. მე პირადად თქვენ (ჟურნალისტებს) მოგიწოდებთ, ნუ ეხუტებით ერთმანეთს, დავცილდეთ ერთმანეთს," - განაცხადა ლევან რატიანმა.

დღის ამბები