30 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
საუნივერსიტეტო კლინიკაში, კიდევ ერთი, 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა - ლევან რატიანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში გუშინ შემოიყვანეს 42 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

"არის ახალგაზრდა მამაკაცი, 42 წლის, რომელიც გუშინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში, აქაც დადასტურებულია კოვიდ - 19. პაციენტთან გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი. ის მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა უარყოფითი გვაქვს, მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებებისა. ნებისმიერ დროს შესაძლებელია პაციენტი გადაყვანილ იქნას აპარატზე," - განაცხადა რატიანმა.

ამასთან, რატიანმა კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ასევე გადმოყვანილია რამდენიმე პაციენტი სხვადახვა კლინიკიდან. მათი მდგომარეობა განსაკუთრებით ერთის, კრიტიკულია. რაც შეეხება ჩვენ ორ ძველ პაციენტს, 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მეორე ქალბატონი, 80 წლის, ისიც გამარტივებულ რეჟიმზეა და რამდენიმე საათში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან.

ორსულების მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. ასევე, სტაბილურია  13 წლის ბავშვის მდგომარეობა," -   გაანაცხადა ლევან რატიანმა.

 

დღის ამბები