30 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
მამაჩემმა დამირეკა, პოზიტიური ხარო - COVID-19-სგან განკურნებული ნიკოლოზ გამყრელიძის ინტერვიუ "კურიერთან"

26 დღე 10 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში - კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ნიკა გამყრელიძე საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს.

ევექსის დირექტორი, რომელიც ჯერ კიდევ თვითიზოლაციის რეჟიმშია, აღიარებს რომ ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდანვე მეტი სიფრთხილე იყო საჭირო.

ინფორმაცია COVID-19-ის დადასტურების შესახებ შვილს, პირადად შეატყობინა ამირან გამყრელიძემ.

"მამაჩემმა დამირეკა, რომ პოზიტიური ხარო,"- ამბობს ნიკა გამყრელიძე "კურიერთან" ინტერვიუში. მისი თქმით, მამასთან, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელია და კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა, ავადმყოფობის პერიოდში კონტაქტი ტელეფონით ჰქონდა.  მამამ საავადმყოფოშიც ინახულა და მას, ფანჯრიდან გაესაუბრა.

"ღელავდა, რომ მე არ მეღელვა,"- აღნიშნა ნიკა გამყრელიძემ.

დღის ამბები