30 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
COVID-19-ის დიაგნოზი უხანში მცხოვრებ უსახლკარო კატების 15%-ს დაუდგინდა

კორონავირუსის პანდემიის დროს ცხოვრება იოლი არც მიწიერ სამოთხეშია, ბევრისთვის საოცნებო კუნძულ ჰავაიზე თვით იზოლაციის დამრღვევ პირს, 5 ათასი დოლარით დააჯარიმებენ ან ერთი წლით პატიმრობას მიუსჯიან.

აბუ დაბში კი სპეციალურ აპლიკაციის შექმნაზე მუშაობენ, რომლის მეშვეობითაც პოლიცია კარანტინში მყოფ პირებს გააკონტროლებს.

შინაური ცხოველების მფლობელებს, განსაკუთრებით კი კატების პატრონებს სიფრთხილე მართებთ, რადგან ჩინეთის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19 შეიძლება გავრცელდეს კატებიდანაც. კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზი ქალაქ უხანში მცხოვრებ უსახლკარო კატების 15 %-ს დაუდგინდა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ელექტრონული სამეცნიერო კვლევითი ბიბლიოთეკა ბიოარქივი ავრცელებს.

უხანში კვლევისთვის ქუჩიდან აყვანილი 102 კატიდან ვირუსი 15-ს დაუდასტურდა, ეს კორონავირუსით კატების ინფიცირების პირველი შემთხვევა არაა, რამდენიმე დღის წინ ბელგიაში COVID-19 კატას თავისი პატრონისგან გადაედო.

ჩინელი მეცნიერების მტკიცებით, კატებს ვირუსის გავრცელების უნარი გააჩნიათ, თუმცა ადამიანისგან განსხვავებით, ისინი ინფიცირების შემდეგ 100%-იანი მაჩვენებლით იღუპებიან.

დღის ამბები