30 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ოზურგეთის მერიაში გაცემული 7 250 ლარის პრემია - საკრებულოში აქცენტს აკეთებენ, რომ მერი "ქართული ოცნების" წევრი არაა

საგანგებო მდგომარეობის დროს ოზურგეთის მერიაში პრემიები გაიცა. ადგილობრივ თვითმმართველობაში ფინანსური დანამატი 18-მა საჯარო მოხელემ, მათ შორის მერის მოადგილემ მიიღო. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ინფორმაციით პრემიის სახით სულ 7250 ლარი გაიცა, თუმცა პრემიის ოდენობასა და მიზანშეწონილობაზე კითხვები აქვთ ოზურგეთის საკრებულოში.

"საკრებულოს პოზიცია ცალსახაა, აღნიშნულ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ და ხაზი გაუსვა იმას, რომ დანამატების გაცემა მერის ექსკლუზიური უფლებაა, ოზურგეთის მერი კი "ქართული ოცნების" გუნდის წევრი არ არის.

შეგახსენებთ, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძეა, რომელიც 2017 წლის არჩევნებშ დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა.

დღის ამბები