30 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
მეორე მსოფლიო ომის 104 წლის ამერიკელი ვეტერანი ბილ ლეპშისი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! - ეს ფრაზა თუ ვინმეზეა ნათქვამი ერთ-ერთი აუცილებლად ბილ ლეპშისია. მეორე მსოფლიო ომის 104 წლის ამერიკელი ვეტერანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ბილ ლეპშისს ვირუსის სიმპტომები 5 მარტს გამოუვლინდა, 11 მარტს ჩატარებულმა ტესტირებამ კი მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინა. ექიმების განცხადებით, ომის ვეტერანს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა ჰქონდა და რესპირატორული სიმპტომები არ განუვითარდა.

"ემოციებით ვარ სავსე, გასაოცარი ადამიანია. მიუხედავად ასაკისა ვირუსს არ შეეგუა და ის დაამარცხა. ბილი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ინსპირაციად უნდა იქცეს მთელი მსოფლიოსთვის," - აღნიშნავს ბილ ლეფსჩის შვილიშვილი, ჯეიმი იუთზი.

აღსანიშნავია, რომ ბილ ლეპშისი თავის დროზე ერთ-ერთ ყველაზე მასიურ და მკვლელ გრიპის ვირუსს ე.წ. "ესპანკასაც" გადაურჩა. იგი კორონავირუსისგან ამ კვირას, თავისი 104-ე დაბადების დღის წინ გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები